გორის ჰოსპიტალიდან ესკორტის თანხლებით, პენიტენციური სამსახურის ავტომანქანა გავიდა - სასამართლოსთან სამართალდამცველების მობილიზებაა

29 ნოემბერი 2021, 10:11 882 ნახვა

პენიტენციური სამსახურის ავტომანქანამ ესკორტის თანხლებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორია დატოვა.

უცნობია იმყოფება თუ არა პენიტენციური სამსახურის ავტომობილში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

სასამართლოსთან მობილიზებულია სამართალდამცველები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში