ბათუმის სპორტსკოლაში დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ლევან შავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის უმცროსი ასაკის სამასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ორდღიანი შეჯიბრების შემდეგ გამარჯვებულები და პრიზიორები 12 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომლებიც მედლებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.