კერძო მესაკუთრე ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან კომპენსაციის მიღებას ითხოვს

28 ნოემბერი 2021, 15:20 1157 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურში კერძო მესაკუთრე სოსო ქათამაძე ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან კომპენსაციის მიღებას ან მიწადმონაცვლეობას ითხოვს. მისი განცხადებით,  ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მაღალი წნევის მილი მის საკუთრებაში არსებულ 4 ჰექტარ მიწაზე გაიყვანა. თუმცა, მისი თქმით ამის სანაცვლოდ კორპორაციისაგან ანაზღაურება არ მიუღია. 

მესაკუთრის განცხადებით, ტერიტორიას სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის იყენებდა დღეს კი, შემოსავლის გარეშე დარჩა, რადგან წესისამებრ, მილიდან 175 მეტრის რადიუსში ნარგავების ან რაიმე შენობა-ნაგებობის განთავსება არ შეიძლება.

ქათამაძე ამბობს, რომ მილის გაყვანის სანაცვლოდ კომპანია მას 4.000 ლარს სთავაზობს, რაც მისთვის მიუღებელია. მისივე განცხადებით,  იმ შემთხვევაში თუ კომპანია მოთხოვნას არ შეასრულებს იძულებული იქნება უკიდურეს ზომებს მიმართოს და მის  საკუთრებაში არსებულ მიწაზე მილის გადაჭრით იმუქრება.

გაზის კორპორაციიდან წერილობით გვიპასუხეს, თქვეს, რომ მიწის მესაკუთრე შეუსაბამოდ მაღალ კომპენსაციას ითხოვდა და იძულების გზა ამიტომ შეირჩა, სასამართლომაც მხარი დაუჭირა. გაზის კორპორაციაში ამბობენ, რომ დარჩენილ მიწაზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოება ნებადართულია, უბრალოდ მესაკუთრეს თხილის გაშენება გაზსადენთან სიახლოვეს ეკრძალება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი