თემურ ქათამაძე 28-ე დღეა შიმშილობს

13 თებერვალი 2025, 10:19 104 ნახვა

28-ე დღეა სრულ შიმშილობაზეა  ბათუმის აქციაზე დაკავებული თემურ ქათამაძე. ადვოკატის ინფორმაციით, მას 17 კილო აქვს დაკლებული და სუსტად არის. ამის მიუხედავად, ის უარს აცხადებს სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევის მიზნით გადაყვანაზე და აგრძელებს პროტესტის უკიდურეს ფორმას.

ბათუმის აქციების  მედროშედ ცნობილი თემურ ქათამაძე 16 იანვარს მოათავსეს  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით მოთავსების ცენტრში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში