საგანგაშო კოვიდვითარება ნარჩუნდება

28 ნოემბერი 2021, 12:30 760 ნახვა

კორონავირუსის ახალმა შტამმა  ევროპაში შეაღწია , კონკრეტულად ვირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება გერმანიასა და იტალიაში.

ინფიცირებულ ადამიანებს სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობის ისტორია აქვთ, იქ სადაც პირველად დაფიქსირდა ახალი შტამი. ამის პარალელურად საქართველომ აფრიკის იგი ქვეყნებიდან ფრენებზე შეზღუდვა დღეიდან აამოქმედა.

რაც შეეხება კოვიდ 19-ს ქვეყანაში ისევ საგანგაშო მდგომარეობაა. კორონავირუსით 56 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 3 333 ადამიანი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში