ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე

27 ნოემბერი 2021, 12:37 1582 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვაზე ოპოზიციის ლიდერები დაიბარეს. პოლიციის მთავარ სამმართველოში ბათუმის მერობის კანდიდატს ელოდებიან. გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს, თუმცა იმ პირობებში როცა თორნიკე რიჟვაძე თანამდებობაზე რჩება, ძიება ობიექტურად ვერ წარიმართება. ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ ბათუმში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ენმ-ს განცხადებით, მათ თანაპარტიელზე ზეწოლა ხორციელდებოდა. 

ზეწოლის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ოფისში გასაჯაროვდა.  გიორგი კირთაძის თქმით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა და გადაბირების მცდელობა თორნიკე რიჟვაძის მამის,  დავით რიჟვაძის დავალებით ხდებობდა, თავად ჩანაწერში კი  ორი ყოფილი ძალოვანი, ვაჟა თაბაქიძე და ბადრი ბაკურიძე მონაწილეობდა. ჯერჯერობით აუდიოჩანაწერის ავთენტურობა არ დადასტურებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში