ლერი ვერულიძე გარდაიცვალა

26 ნოემბერი 2021, 20:02 765 ნახვა

გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ფეხბურთში ლერი ვერულიძე. ლერი ვერულიძე 1964-1972 წლებში ბათუმის ,,დინამოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის მოსამზადებელი ჯგუფის მწვრთნელად და 1972-1984 წლებში უფროს მწვრთნელად მუშაობდა. იყო სპორტსაზოგადოება ,,დინამოს“ ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სკოლის დირექტორი.

ასევე, 1979-1983  და 1985 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ბათუმის ,,დინამოს“ მთავარი მწვრთნელი, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

1977 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი