ახლა ჩვენი საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია, გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ - მიხეილ სააკაშვილი

26 ნოემბერი 2021, 16:56 1281 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიმართავს ავრცელებს:

"ვუყურებ ახლა ბათუმში მუსიკალური სკოლისთვის ჩემი და ლევანის აშენებულ შენობას, სადაც ოცნებამ უმაღლესი საბჭო შეასახლა. ბათუმის მერია - გიორგი კირთაძე, ახლა ჩვენი და მათ შორის ჩემი, საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია. ​

ზუგდიდის მერია ანზორ მელია და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება.

ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს - გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ. თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი