პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე აჭარაში აქციაზე 4 პირი დააკავეს - შსს

26 ნოემბერი 2021, 13:52 443 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე სამართალდამცველებმა აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მსგავსი ბრალდებით დაკავებულია 2 პირი ზუგდიდშიც.

უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული რჩებიან და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

"მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და შეკრებილ მოქალაქეებს - შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში