ვაკვირდებით ეპიდვითარებას, თუ საშუალებას მოგვცემს ეპიდემია, საბჭოზე კლუბების გახსნის რეკომენდაციასაც დავაყენებთ - ეკატერინე ტიკარაძე

25 ნოემბერი 2021, 15:11 697 ნახვა

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლუბებმა ძალიან კარგად ითანამშრომლეს შრომის ინსპექციასთან.

მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოზე მათი გახსნის რეკომენდაცია დააყენონ.

„კლუბებმა ძალიან კარგად ითანამშრომლეს შრომის ინსპექციასთან. მათთან პირველად დაიტესტა ,,მწვანე პასპორტი'', რის შემდეგაც ჩვენ ასევე ჩავატარეთ ეპიდემიოლოგიური კვლევა და დავაკვირდით, თუ როგორი იყო შემდეგ გავრცელება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაკვირდებით ეპიდემიურ რიცხვებსაც და იმის მიხედვით, თუ რა საშუალებას მოგვცემს ეპიდემია, ჩვენ წავაყენებთ ასევე საბჭოზე რეკომენდაციას, რომ მათი გახსნაც მოხდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი