მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, დადგინდა მართვის მოწმობის ახალი კატეგორია „AM”, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს.
მათივე განმარტებით, ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლების მქონე პირს, უფლება ექნება მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.
იმ შემთხვევაში, თუკი დაინტერესებულ პირს სურს „AM” კატეგორიის მართვის მოწმობის მოპოვება, მას მოუწევს მხოლოდ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარება.
სააგენტოში განმარტავენ, რომ თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლა უფასო იქნება.
ამასთან 2022 წლის 28 მარტიდან მოპედის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება და შესაბამისად, 28 მარტიდან, ის პირები, ვისაც დაურეგისტირებელი მოპედები ჰყავთ, ქუჩაში გადაადგილებას ვერ შეძლებენ.