ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება შაქრის დონის აწევამ განაპირობა, რაც ნერვიულობის შედეგად იყო გამოწვეული - ასე აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ვაჟა თაბაგიძესა და ბადრი ბაკურიძეს ასახელებენ, რომლებიც მათი თქმით, ნუგზარ ფუტკარაძის გადასაბირებლად მასთან მოლაპარაკებებს წარმართავდნენ. ოპოზიციური პარტიის ოფისში 46-წუთიანი აუდიოჩანაწერი წარადგინეს, რომელშიც სავარაუდოდ ყოფილი პოლიციელებისა და საკრებულოს გარდაცვლილი წევრის საუბარი იყო დაფიქსირებული. კიდევ ერთი დეტალი, ჩანაწერში თანხის თაობაზე და დავით რიჟვაძის შესახებ საუბარი არ ისმის, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ შეთავაზებული თანხისა და რიჟვაძის შესახებ დაწერილ ფურცელზე აჩვენებდნენ. საპასუხოდ, მთავრობის თავმდჯომარე ამბობს, რომ ყველას მოუწევს ბოდიშის მოხდა, თუ ჩანაწერში მისი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს.