ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა. სლოვაკეთში, რომლის მოსახლეობაც, დაახლოებით 5 მილიონ ნახევარია, ბოლო 24 საათში ინფიცირების 10 ათას 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ-19-ის 28 ათას 380 ახალი შემთხვევა დადასტურდა პოლონეთში, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის მეოთხე ტალღის დაწყების შემდეგ. გასული დღე-ღამის განმავლობაში პოლონეთში ვირუსს კიდევ 460 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.დაინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა ჩეხეთშიც, სადაც პირველად პანდემიის დაწყების შემდეგ 25 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.