ყველამ რომ პირბადე ვატაროთ, იანვრამდე დავზოგავთ კიდევ დაახლოებით 200-300 ადამიანის სიცოცხლეს - ამირან გამყრელიძე

24 ნოემბერი 2021, 14:57 537 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და აღსრულება არ არის.

ამირან გამყრელიძის თქმით, ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვინც აღსრულებაზეა პასუხისმგებელი.

„უნდა აღინიშნოს, რომ მარტო შოლტის და მათრახის პრინციპი არ მუშაობს. უკვე ორი წელი გავიდა და უნდა გვესწავლა და ვისწავლოთ ის, რომ ეს უმარტივესი პირბადე როგორმე, ყველამ ვატაროთ. ჩვენ ყველა რომ ვიყოთ სოლიდარული და პირბადე ვატაროთ, მოსახლეობის 90-95 პროცენტმა, იანვრამდე დავზოგავთ კიდევ დაახლოებით 200-300 ადამიანის სიცოცხლეს, ხომ შეიძლება ეს შევიგნოთ, გავითავისოთ და გავაკეთოთ. მარტო ის, რომ დაგადგეთ თავზე, გინდა თუ არა დაგაჯარიმოთ, დაგიჭიროთ, არ მუშაობს ეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი