ხშირად სახალხო დამცველის პოზიციები თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს რეალობას - პრემიერი

24 ნოემბერი 2021, 00:31 1045 ნახვა

ხშირად, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის პოზიციები თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს არსებულ რეალობას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, "ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის შერჩევისას იცოდა, რომ ნინო ლომჯარია არ იყო ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ და შეგნებულად მოხდა ასეთი კანდიდატის შერჩევა.

ზოგადად, ამ ინსტიტუტის მიმართ, მოგეხსენებათ, რომ ამერიკას, ევროპის ქვეყნებს, აქვთ ზოგადი მიდგომა და დამოკიდებულება არის ერთგვარი, რომ ზოგადად, ენდობიან, პატივს სცემენ და უსმენენ ომბუდსმენის ინსტიტუტს. აქ ინდივიდებზე არ არის საუბარი, ზოგადად, ინსტიტუტის მიმართ არსებობს უფრო მეტად ობიექტური დამოკიდებულება.

"ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველი შეარჩია, ეს იყო მიზანმიმართული გადაწყვეტილება და არჩევანი, ვინაიდან ვიცოდით რა, რომ ქალბატონი ლომჯარია არ წარმოადგენდა ხელისუფლებას, იგი არ იყო ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, არამედ პირდაპირ იყო ასოცირებულო და აპელირებილი ოპოზიციასთან, სწორედ ამ მიზნით მოხდა მისი შერჩევაც. იმ დროს, როცა ქალბატონი ლომჯარია აირჩიეს, მე არ ვიყავი პოლიტიკაში ჩართული, მაგრამ ვიცი, ინფორმაცია მაქვს გუნდისგან წევრებისგან, რომ სწორედ შეგნებულად მოხდა ასეთი კანდიდატის შერჩევა. და ზოგადად, მოგეხსენებათ, რომ ამ ინსტიტუტის მომართ ამერიკას, ევროპის ქვეყნებს აქვთ ზოგადი მიდგომა და დამოკიდებულება არის ერთგვარი, რომ ზოგადად ენდობიან, პატივს სცემენ და უსმენენ ომბუდსმენის ინსტიტუტს. აქ ინდივიდებზე არ არის საუბარი, ზოგადად ინსტიტუტის მიმართ არსებობს უფრო მეტად ობიექტური დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, შეიძლება, ცალკე განხილვის საგანი იყოს ამა თუ იმ ომბუდმსმენის მიკერძოებული განცხადებები, თუ ქმედებები, რაც ცალკე განსჯის საგანი შეიძლება, გახდეს.

ამ შემთხვევაში, მე გავიზიარებდი პარტიის თავმჯდომარის განცხადებებს და ვიტყოდი, რომ ხშირად, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის პოზიციები თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს რეალობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი