მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია - ნევროლოგი

23 ნოემბერი 2021, 21:21 707 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, წინა გასინჯვასთან შედარებით გაუმჯობესებულია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება და მეტყველებაც შეუძლია.

"მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. ცოტა სუსტად არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. ვეთანხმებით ჩვენი კოლეგები რასაც აკეთებენ. ყველა პარამეტრი ჯერ ნორმალიზებული არ არის, განსაკუთრებით ნავროლოგიური პარამეტრები, მაგრამ მგონი, გაუმჯობესების პროცესშია. მთლად ყველაფერი მწყობრში რომ არ არის, იმიტომაც არის ახლა ამ კლინიკაში. მას სიარულიც შეუძლია და მეტყველებაც, ოღონდ სუსტად არის, არ შეუძლია ძალისმიერი მოქმედების შესრულება“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი