საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნარკომანიის მიმართულებით კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალური გახდა.
''ჩვენი ახალგაზრდები ჩართულები არიან ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში, რასაც ჰქვია ნარკომანია. ბოლო პერიოდში საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, სხვადასხვა საქმიანობით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებეული ამ მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე ჩვენ დამატებით საუბარი გვექნება მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ პასუხისმგებლობის პროცესს'' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.