საქარველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მზადდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ონლაინ კაზინოების მფლობელებს გადასახადები გაეზრდებათ, ასევე აიკრძალება რეკლამა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აიწევა ასაკობრივი ბარიერიც და ონლაინკაზინოებში თამაშს 25 წელს გადაცილებული პირები შეძლებენ.
''კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, ეს არის კაზინოები და სათამაშო ბიზნესი. მილიარდ 500 მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინ კაზინოების მეშვეობით. ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები, ყოველდღე თამაშობენ და აგებენ ფულს. მე ამ საკითხზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან.
პირველ ეტაპზე მინისტრი წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის, მათგან აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კომპანიაა და საუბედუროდ ჩვენი მოქალაქეების ფული მიედინება უცხოეთში. აქედან დიდი ნაწილი არის გაჭირვებული მოქალაქე. ისინი, რომლებიც არ მუშაობენ.
ვფიქრობთ,პირველ ეტაპზე გავზარდოთ გადასახადი, აიკრძალოს რეკლამა და ასევე 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები.
მე მზად ვარ ამ საკითხებზე ღიად ვისაუბრო და მაქვს საზოგადოების მზარდაჭერის იმედი. პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ'' - განაცხადა პრემიერიმა.