გეგმავს თუ არა რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას?

21 ნოემბერი 2021, 18:00 1221 ნახვა

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა.  შეირაღებული ძალების მობილიზება ახალი წლის შემდეგ უკრაინის მიმართულებით სამხედრო იერიშისთვის მზადებას ემსახურება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი Military Times -თან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ თავდასხმა, როგორც ჩანს, მოიცავს ავიადარტყმებს, საარტილერიო და სატანკო შეტევებს შემდგომი სადესანტო დარტყმებით აღმოსავლეთში, ოდესაზე და მარიუპოლზე, ასევე მცირე შეჭრას ბელარუსის გავლით.  მისი თქმით, კრემლი გეგმავს თავდასხმას, რომელიც უნდა გახდეს მეტად მასშტაბური, ვიდრე რუსეთის ნებისმიერი მოქმედება იყო 2014 წელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი