50 დღიანი შიმშილობა დასრულებულია, ახლა რეაბილიტაციის კურსი იწყება. ექიმების ჯგუფი დღეს შეადგენს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობის შემდგომი მკურნალობის სქემას. გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანილი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადი ექიმი, გვიან ღამით, მძიმედ და რთულად აფასებდა.
ჰოსპიტალი მრავალპროფილურია, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომაროება სრულად იქნება უზრუნველყოფილი, სწორედ ამიტომ დათანხმდა ექსპრეზიდენტი შეეწყვიტა უკიდურესი პროტესტი. სააკაშვილი თბილისიდან ორი რეანომობილით, სასჯელაღსრულების მანქანისა და საპატრულო ავტომობილის თანხლებით გადაიყვანეს. ექსკორტს მიყვებოდნენ პატიმრის ადვოკატები და პირადი ექიმი. პალატას, სადაც მიხეილ სააკაშვილი განათავსეს, უსაფრთხოების სრულად დაცვის მიზნით გაუკეთდა გისოსები.
სავარაუდოდ კონსილიუმი ყოფილ პრეზიდენტთან რამდენიმე წუთში შევა.