ხულოში ავტომობილის ხევში გადავარდნის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

20 ნოემბერი 2021, 12:07 4885 ნახვა

ხულოში ქედლების მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მსუბუქი ავტომობილი რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა. 

ერთი დაშავებული კი ამ დროისთვის  კლინიკაშია მოთავსებული. იგი  რეანიმაციაში იმყოფება ,მედიკოსების თქმით  მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ხელოვნურ სუნთქვაზეა.

შსს- მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო , რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში