"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია გორის ჰოსპიტალთან, სადაც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ აქციას არ გამართავს.
მისივე განმარტებით, მშვიდობიანი პროტესტი თბილისის ქუჩებში კვლავ გაგრძელდება.
"ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ არანაირ საპროტესტო აქციას არასოდეს არ გავმართავთ გორის ჰოსპიტალთან და ვინმე თუ გამართავს, ეს პირდაპირი შეიძლება ითქვას, რომ არის პროვოკაციული აქცია. "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთი მხარდამჭერი გორის ჰოსპიტალთან არ გამართავს საპროტესტო აქციას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირი იქნება ცარიელი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.