გაურკვეველ მისამართზე ცხოვრების პრობლემა

19 ნოემბერი 2021, 19:41 1238 ნახვა

საცხოვრებელი უმისამართოდ. დაბებსა და სოფლების დიდ ნაწილში ეს პრობლემა თითქმის ყველგან შეგხვდებათ, თუმცა, მთის ზონისგან განსხვავებით დაბასთან ახლოს მდებარე დასახლებაში, უმისამართობა ბევრ პრობლემას ქმნის, გარდა იმისა, რომ ტაქსმა თუ უცხო სტუმარმა ვერ მიაგნო დანიშნულების ადგილს, მისვლა უჭირს სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც, ზოგს კი პრობლემა წყალმომარაგებაში ექმნება. პრობლემა ცნობილია შესაბამისი უწყებისთვის. ხელვაჩაურის მერიაში გვითხრეს, რომ საკითხზე მუშაობას ახალი მოწვევის საკრებულო გააგრძელებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში