ბირთვული იარაღი, შესაძლოა, ევროპის ქვეყნებში, გერმანიის აღმოსავლეთით განთავსდეს, თუ გერმანია საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებაზე უარს იტყვის. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ნატოს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ჩვენი მიზანია გავათავისუფლოთ სამყარო ბირთვული იარაღისგან. მაგრამ სანამ ის სხვებს აქვთ, ის ნატო-საც უნდა ჰქონდეს - განაცხადა სტოლტენბერგმა.