სებასტიან კურცს იმუნიტეტი მოუხსნეს

19 ნოემბერი 2021, 18:38 1108 ნახვა

ავსტრიის პარლამენტმა კორუფციაში ბრალდებულ ყოფილ კანცლერს სებასტიან კურცს იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილებას მხარი მისმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ავსტრიის სახალხო პარტიამაც“ დაუჭირა. საკუთარი იმუნიტეტის მოხსნა  თავად კურცმა მოითხოვა. მან  კანცლერის თანამდებობა ოქტომბერში დატოვა. კურცს ადანაშაულებენ იმაში, რომ  სახელმწიფოს კუთვნილი ფული საკუთარი იმიჯის გასაძლიერებლად ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების დასაფინანსებლად გამოიყენა.  კურცი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. კურცი კვლავ რჩება პარლამენტის წევრად და „ავსტრიის სახალხო პარტიისა“ და მისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი