ევროპაში შესაძლოა კორონავირუსის ბულგარული შტამი გაჩნდეს

19 ნოემბერი 2021, 18:30 969 ნახვა

ბულგარეთში შესაძლოა კორონავისრუსის ახალი შტამი გაჩნდეს.  ამის შესახებ ჟურნალისტებს  შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარმა ტერი ბრეტონმა სოფიაში ვიზიტის დროს განუცხადა.  მისი თქმით,  ქვეყანა შესაძლოა დაავადების ახალი ვარიანტის წყარო გახდეს, რადგან აცრილი მოქალაქეების პროცენტი დაბალია.  არ მსურს პოტენციურ ბულგარულ ვარიანტზე  ვისაუბრო, მაგრამ თუ არ ვიმოქმედებთ,  მაშინ ამ ზამთარში ჩვენ ამის მოწმენი გავხდებით. ძალიან ბევრი ადამიანია აუცრელი, ამიტომ  აქ შეიძლება კიდევ  უფრო გადამდები  ვირუსის ახალი ვარიანტი წარმოიშვას-აღნიშნა ბრეტონმა. დღეისთვის ბულგარეთში სრული ვაცინაცია მილიონ 67 ათას ადამიანს აქვს ჩატარებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი