ფაშინიანი პასუხისმგებლობას აზერბაიჯანს აკისრებს

19 ნოემბერი 2021, 13:15 635 ნახვა

სომხეთი სერიოზული გამოწვევების წინაშეა, რომლებიც მის უსაფრთხოებას ემუქრება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ერევანში ევრაზიული სამთავრობოთაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ჩვენი რეგიონი ჩათრეულია ესკალაციის ახალ ტალღაში, რომელმაც სამწუხაროდ მორიგი ადამიანური მსხვერპლით დასრულდა. ამაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს ეკისრება - განაცხადა ფაშინიანმა.

სამშაბათს ერევანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვრის აღმოსავლეთ მიმართულებაზე თავდასხმა განახორციელა და ქილისალის მთების რაიონში ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია  ერთი  სამხედრო  მოსამსახურე, 13 ტყვედ აიყვანეს, 24 სამხედროსთან  კავშირი დაკარგულია. 

აზერბაიჯანის მხრიდან  შეტაკებების  შედეგად 7 ჯარისკაცი დაიღუპა და 10 დაშავდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში