შიმშილობის 50-ე დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული, გადაიყვანეთ კლინიკაში - ექიმების მიმართვა 

19 ნოემბერი 2021, 12:41 966 ნახვა

პარლამენტში სამედიცინო სპექტრის წარმომადგენლებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და კრიტიკული. ის დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ კლინიკაში. 

ექიმების განმარტებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ადგილი აქვს ღირსების შემლახველ ქმედებებს, ასევე დარღვეულია, როგორც პაციენტის უფლებები. მასზე ხორციელდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. 

''მთელი სამედიცინო საზოგადოება თანხმდება, რომ მიხეილ სააკაშვილი დროულად უნდა გადაიყვანონ შესაბამის სამედიცინო კლინიკაში, მეორე: მინდა ვუთხრათ პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს, ვინც ებრძვის ექიმებს  მორჩით ამ გაუაზრებელ ქმედებებს, მორჩით ამ სამარცხვინო ქმედებებს, როდესაც ექიმებს აყენებთ შეურაცხყოფას. მესამე: ვუცხადებთ მხარდაჭერას და ვართ მოშიმშილე ადამიანების გვერდით, რომლებიც ამ შენობაში და რეგიონებში შიმშილობენ'' - განაცხადა ''სტრატეგია აღმაშენებლის'' ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში