დასაქმების და სოციალური მომსახურების სააგენტოები ერთობლივ საინფორმაციო კამპანიას იწყებენ.
უწყებებს შორის შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა და თანამშრომლობის მიზანია, შრომისუნარიანი მიზნობრივი ჯგუფის მოქალაქეების შრომის ბაზარზე გააქტიურება და მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის წარმოება.