მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ, ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა და გონება დაკარგა.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი საკაცით გადაიყვანეს.
"სამედიცინო თვალსაზრისით ვერ შევაფასებ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. როცა წაიქცა, ვიდრე საკაცეს ჩამოიტანდნენ, ძალიამ მძიმე მდგომარეობაში იყო. მიშა გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ და როცა ოთახში გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. შემდეგ ჩამოიტანეს რამდენიმე წუთში საკაცე. თვალებს თანამშრომლები უხსნიდნენ, გადააწვინეს საკაცეზე. ამ წუთში არ ვიცი მისი მდგომარეობა. მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო, როცა ჩვენ გვხვდებოდა. 10 წუთია, რაც აიყვანეს. როცა წაიქცა, წაქცეულზე, სამედიცინო თვალსაზრისით არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, ხელით გავუხსენი თვალები. არ ვიცი სად აიყვანეს, დააწვინეს და აიყვანეს“, - განაცხადა ბასილაიამ.