„შენი მარკა“ - საქველმოქმედო კამპანია დაიწყო

18 ნოემბერი 2021, 14:29 613 ნახვა

„შენი მარკა“ -  ამ სახელწოდებით საქართველოს წითელმა ჯვარმა საქველმოქმედო კამპანია დაიწყო.

ადამიანებს, რომლებიც გაიღებენ თანხას შინმოვლის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების დასახმარებლად, საჩუქრად საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გამოსახულებით საფოსტო მარკა გადაეცემათ.

„წითელი ჯვარი“ საქველმოქმედო კამპანიას ბათუმის პარალელურად ქუთაისსა და თბილისშიც ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი