დეკემბერ-იანვარი ძალიან საგანგაშო პერიოდი იქნება - ივანე ჩხაიძე

18 ნოემბერი 2021, 14:03 1312 ნახვა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ნოემბრის ბოლოს ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელება დაიწყება, დეკემბერი და იანვარი კი საგანგაშო პერიოდი იქნება. 

''ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი არის სწორედ ის თვეები ქვეყანაში, როდესაც პირველად გამოჩნდება გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ დაიწყება გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი, რომელიც პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაფრთხილება მიღებული გვაქვს. ყველა ქვეყანას აქვს მიღებული გაფრთხილება, რომ წელს გრიპი იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე ეს იყო 2020 წელს.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც აქვთ გარკვეული იმუნიტეტი გრიპის მიმართ, ასევე ძალიან დაბალი იქნება. ამიტომ დეკემბერ-იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია როგორც პანდემიის მიმდინარეობის, ისე გრიპის შემთხვევების მატების თვალსაზრისით. შეიძლება, ითქვას, რომ პანდემიის თვალსაზრისით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კლების და ვაქცინაციის მაჩვენებლის მიხედვით, ჯერჯერობით ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება რთულია'' - ამბობს ვანო ჩხეიძე. 

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის​ განმარტებით, კორონავირუსით 100 ინფიცირებულიდან 20 ბავშვია, ყოველი 100 ბავშვიდან კი 9 საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, თუმცა ვაქცინაციის ტემპი არ იმატებს.

„პრაქტიკულად, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა, რაც ძალიან ცუდია, რადგან ჩვენი მოლოდინი, რომ ინფიცირების მაჩვენებელი თანდათან შემცირდებოდა, ჯერჯერობით მოლოდინად რჩება. ჩვენი სურვილი, რომ ორი მნიშვნელოვანი ინტერვენციის შემდეგ, რაც გულისხმობს 60 წელს გადაცილებულთა ფინანსურ დაინტერესებას და მწვანე პასპორტების იდეის ამოქმედებას, მნიშვნელოვნად გაზრდილიყო ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა ორივე ჯერჯერობით უცვლელი რჩება. 

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ დეკემბერ-იანვარი საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია, როგორც პანდემიის მიმდინარეობის, ისე გრიპის შემთხვევების მატების თვალსაზრისით'' - განაცხადა ჩხაიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი