ბათუმში, 6 სხვადასხვა ადგილას, 9 “არტ-ბოქსი” დამონტაჟდა, სადაც გრაფიკოსების ნახატები გამოიფინება. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებ-გვერდი და სახელოსნო სტუდია, რომელიც შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა. გარდა ამისა ონლაინ მაღაზიის საშუალებით ხელოვანებს საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა შეეძლებათ. პროექტი კულტურის სამინისტროს 2016 წლის პროგრამის “კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაციის” ხორციელდება, რისთვისაც 20 490 ლარია გამოყოფილი.