სააკაშვილის საქმის განხილვა ამ დრომდე ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით მიმდინარეობს - IDFI

17 ნოემბერი 2021, 13:25 1235 ნახვა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეთა განხილვა ამ დრომდე ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით მიმდინარეობს.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული აზიანებს, როგორც ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას, ისე სასამართლოს რეპუტაციასა და სასამართლო სხდომის საჯაროობის პრინციპს, ასევე ამკვიდრებს საფრთხის შემცველ პრეცედენტს.

ორგანიზაციის წევრები აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება სასამართლო პროცესებზე.

ორგანიზაციის განმარტებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ სიღრმისეულად უნდა გამოიკვლიოს, რამდენად საფუძვლიანი იყო პენიტენციური სამსახურის მიერ მისთვის მიწოდებულ წერილში წარდგენილი გარემოებები და მხოლოდ ამის შემდგომ გადაწყვიტოს, სხდომის გაგრძელების გადადებისა თუ სხდომის სასამართლოს დარბაზის მიღმა, ჩატარების საკითხი.

''სპეციალური პენიტენციური სამსახური აბსტრაქტულ და ბუნდოვან გარემოებებზე მითითებებით, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ამბობს მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარს. ამასთან, არ იკვეთება რომ საქმის განმხილველი მოსამართლეების იღებენ გონივრულ ზომებს ბრალდებულის სამართლიანის სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაძლო თვითნებობის შესაზღუდად. 

შეჯიბრებითი და ზეპირი პროცესის ფარგლებში ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა საქმის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებაა. სწორედ სასამართლოს ვალდებულებაა, სამართლებრივი შეფასება მისცეს ფაქტებს, რამაც ბრალდებულის სასამართლოს სხდომაზე წარმოუდგენლობა განაპირობა და, ამგვარი შეფასების შედეგად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. 

მაგალითად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს საქმის განხილვა ბრალდებულის დასწრების გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საფუძვლად ედება პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას და დააყენოს შესაბამისი შედეგი.  ამ გარემოებების გამოკვლევის გარეშე დატოვება, ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის არამართლზომიერების პირდაპირი მიმანიშნებელია'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი