მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის 3 მილიონ 300 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 ათასს 584 ადამიანი - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.
ჯანმო-ს მონაცემებით, გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 6%-ით, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1%-ით გაიზარდა.