ღვთისმშობლის ტაძრის და მეჩეთის რეაბილიტაცია

16 ნოემბერი 2021, 14:47 997 ნახვა

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტაძრის  სახურავის შეკეთება, წყალსაწრეტი სისტემისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა.

გასულ წელს საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის საშუალებით   ტაძრის ფრესკებს რესტავრაცია ჩაუტარდა.

ასევე მიმდინარეობს ბათუმის მეჩეთის სარესტავრაციო სამუშაოები, რაც ითვალისწინებს მეჩეთის ცენტრალური დარბაზის სარესტავრაციო სამუშაოებს. ინფორმაცია და ვიდეო მასალა აჭარის მთავრობამ გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი