დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბული და რთულია, მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელიც.
ამირან გამყრელიძის თქმით, ამას მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია შეაჩერებს. მისივე განმარტებით, აცრების დინამიკა ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ შემცირებულია პირბადის ტარების მაჩვენებელი და 37%-ზე ჩამოვიდა.
გამყრელიძის თქმით, ეს ძალიან ცუდი მონაცემებია. ასევე იმართება დიდი შეკრებები, ამ რეგულაციის აღსრულება ვერ ხდება, რომელიც ინფიცირების გავრცელების ბუსტერია.
''საიმედოა ის, რომ 60%-ზე ოდნავ მეტია პირველადი აცრები. ასევე იმატებს წილი 60 წელს ზემოთ აცრილთა წილიც. ჯერ ვაკვირდებით და იმედი მაქვს, რომ გაიზრდება ხანდაზმულ ასაკთა აცრის მაჩვენებელი. ამისთვის საჭიროა მეტი საკომუნიკაციო კამპანია და ხელშეწყობა, რომ აცრები ადგილზე იყოს'' - განაცხადა გამყრელიძემ.