ბელარუსის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის დეესკალაციის აუცილებლობაზე საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ.
ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი თითქმის 2 საათს გაგრძელდა. პრეზიდენტები კრიზისის დასრულების საჭიროებაზე თანხმდებიან, თუმცა განსხვავებული აზრი აქვთ ბელარუსის საზღვართან წარმოქმნილი ვითარების მიზეზებზე.
გერმანიის კანცლერსა და ბელარუსის ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის დროს ევროკავშირი-ბელარუსის საზღვარზე მყოფი მიგრანტების ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება იყო განხილვის მთავარი თემა.
კრიზისის შესაჩერებლად კი, თეთრი სახლი რუსეთს ლუკაშენკოს რეჟიმზე ზეწოლისთვის საკუთარი გავლენის გამოყენებისკენ მოუწოდებს.