უკრაინაში ორჯერ აცრილები სახელმწიფოსგან 1000 გრივნას მიიღებენ

16 ნოემბერი 2021, 10:05 612 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თითოეული მოქალაქე, რომელმაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, სახელმწიფოსგან 1000 გრივნას (38 დოლარს) მიიღებს. „ყველა, ვინც სრულად ვაქცინირებულია, ათასი გრივნის მიღებას შეძლებს აპლიკაცია „დიას“ მეშვეობით. ამ ფულით შეძლებთ სპორტულ დარბაზში აბონემენტის შეძენას, კინოთეატრში, თეატრში, მუზეუმში წასვლას ან უკრაინაში მოგზაურობისთვის ბილეთის შეძენას.

ჩვენ გვესმის, რომ, სამწუხაროდ, ყველას არ აქვს სმარტფონები, ამიტომ ეს პროგრამა ერთ თვეზე მეტხანს იმოქმედებს. სახელმწიფო ყველას მისცემს ალტერნატიულ შესაძლებლობას, განსაკუთრებით მოხუცებს, მიიღოს ათასი გრივნა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ცნობილია, ინიციატივა 19 დეკემბრიდან ამოქმედდება. პლატფორმა ბლუმბერგის მიხედვით, უკრაინაში ვაქცინების 21 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს. სრულიად ვაქცინირებულია მოსახლეობის 20%-ზე მეტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი