მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - პენიტენციური სამსახური

15 ნოემბერი 2021, 21:38 647 ნახვა

მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - ამის შესახებ განცხადებას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.

ინფორმაციისთვის, მ. სააკაშვილს, პრევენციის მიზნით, PCR ტესტირება დღეს, 15 ნოემბერს ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია'', - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი