„სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პროცესი გადაიდო - თამარ კურატიშვილი სუს-თან აქციაზე დააკავეს 

15 ნოემბერი 2021, 16:22 1048 ნახვა

ბათუმში სუს-ის ადმინისტრაციულ შენობასთან დაკავებული მოძრაობა „სირცხვილიას“  ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ კურატიშვილის პროცესი დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით გადაიდო.

პროცესი 19 ნოემბერს, 11 საათზე გაიმართება. აქტივისტი წინასწარი დაკავების იზოლატორში 43 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ადვოკატის ინფორმაციით, მას დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ პოულობდნენ. 

თამარ კურატიშვილი ამბობს, რომ მისი მისამართით დაწყებული გამოძიება უსაფუძვლოა, პოლიციელის მოთხოვნას დაემორჩილა მაგრამ მაინც დააკავეს. 

„სირცხვილიას“  ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია-პერფორმანსი 13 ნოემბერს გამართა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუს-ის ბათუმის ოფისის წინ თამარ კურატაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„რამდენს დაგვაკავებთ?“ - ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები „გირჩის“ ლიდერების დაკავებას აპროტესტებდნენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი