დავთანხმდი გადასხმებს, ვიდრე თირკმელის გაჩერების რისკი არ მოიხსნება - ელენე ხოშტარია

15 ნოემბერი 2021, 12:21 808 ნახვა

ამ ეტაპზე დავთანხმდი გადასხმებს. როდესაც თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს - თავს ვგრძნობ კარგად, ვარ ძალიან შემართებით“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, იგი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 

"გაბარებთ ანგარიშს.

გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემ ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა მდგომარეობა.

მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.

აქედან გამომდინარე დავთანხმდი, ამ ეტაპზე, გადასხმებს, როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს.

თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე.

დღეს წარმატება ჩემს მეგობრებს აქციაზე!

გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!"- წერს ელენე ხოშტარია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი