საწვავის ფასი ისტორიულ ნიშნულებს აღწევს, რაც მოსახლეობაში მწვავე პროტესტს იწვევს, ერთ კვირაზე მეტია ქვეყნის მასშტაბით სხვა და სხვა პერფომანსი იმართება, მაგალითად ნაწილი არ ასხმადა ვისოლის ბენზინს და როგორც ამ პროტესტის ავტორები აცხადებდნენ მსგავს პრაქტიკას ყველა კომპანიის მიმართ განახორციელებენ, ნავთკომპანიების ასოციაციაში ამბობენ, რომ პროტესტის ესმით, მაგრამ ვერაფერს გახდებიან, რადგან ფასს გარე ფაქტორები განაპირობებს, ექსპერტებს კი სხვა შეხედულება აქვთ.