ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საზღვართან 100 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული

14 ნოემბერი 2021, 15:00 1594 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.როგორც ზელენსკი აღნიშნავს, რუსული ჯარების აქტიური მოძრაობის შესახებ ინფორმაცია კიევს დასავლეთის ქვეყნებმა მიაწოდეს.

მედია წერს,რომ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის გადაადგილებამ შესაძლო თავდასხმის შიში გააჩინა. მოსკოვმა კი მსგავსი ინტერპრეტაციები უარყო და ნატოს ტრანსატლანტიკური ალიანსის მიერ რეგიონში აქტიურობის ზრდასთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი