პატიმრების მხრიდან სააკაშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმის, ის ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იმყოფება - ლიზა იასკო

12 ნოემბერი 2021, 19:20 1331 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მისამართით, სხვა პატიმრების მხრიდან ისმის შეურაცხმყოფელი სიტყვები და იმყოფება ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ - ამის შესახებ უკრაინის რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა, რომელმაც დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცუდია. სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ძალიან გარკვევით იყო ნათქვამი, რომ მას სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს ნორმალურ პირობებში. არ მგონია, აქ ნორმალური პირობების რამე ნიშანი იყოს. მას სჭირდება სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც აქ არ არის.

ჩვენი შეხვედრის დროს მესმოდა პატიმრების შეძახილები, არც ძალიან ხმამაღალი, მაგრამ ხმა ისმოდა. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ აუმჯობესებს. დროდადრო პატიმრები და კრიმინალები ყვირიან, წარმოთქვამენ მის სახელს“,- აღნიშნა იასკომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი