ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთვის გაუგებარია რატომ არ უშვებენ ამ დრომდე მას გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად. ევროპელ კანონმდებელს უკვირს ეს გარემოება, რადგან მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში არაერთ პატიმარს შეხვედრია ციხეში.
ანა ფოტიგა სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად. ვიდრე გაირკვევა შეძლებს თუ არა პოლონელი პოლიტიკოსი ექსპრეზიდენტთან შესვლას ციხეში, მანამდე ევროპარლამენტარების გზავნილებს მიხეილ სააკაშვილს სალომე სამადაშვილი გააცნობს.