რამდენიმედღიანი შეფერხების შემდეგ ნაწილობრივ აღდგენილია ავიარეისები ყაზახეთის მიმართულებით. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამგზავრო თვითმფრინავი აქტობეში გაფრინდა. დღესვე დაგეგმილია კიდევ ერთი რეისის შესრულება.
ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში ყაზახეთიდან გუშინ 4 თვითმფრინავი დაეშვა. ყაზახეთიდან ჩამოსულების ინფორმაციით, ქვეყანაში სიტუაცია სტაბილური ხდება, ამ დრომდე არ აღდგენილა ინტერნეტთან წვდომა.