კომპანია ''ალიანს სიტი'' მშენებლობაზე 16 მეტრის დამატებას ითხოვს

12 ნოემბერი 2021, 14:51 1876 ნახვა

კომპანია ''ალიანს სიტი'' ბათუმის მერიას განაშენიანების რეგულირების გეგმის ცვლილებას და 16 მეტრის დამატებას სთხოვს, რაც შენობის 2 ბლოკზე 3 სართულის დამატებასაც გულისხმობს.

ბათუმის მერიაში დღეს საკითხის საჯარო განხილვა მოეწყო, მას ბათუმის გენერალური გეგმის პროექტის ხელმძღვანელიც ესწრებოდა. სწორედ ლაშა ნაკაშიძე  იყო ერთადერთი, რომელმაც თქვა, რომ თუკი მერია მასშტაბურ, განსაკუთრებით კი მაღალსართულიან მშენებლობებზე გასცემს ნებართვებს, შესაძლოა ის  გენგემასთან წინააღმდეგობაში მოვიდეს, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია.

საპასუხოდ კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ესაა ძველი შეთანხმებული პროექტი და მასში განხოციელებული ცვლილებები აუცილებლობითაა განპირობებული.

ბათუმის მერია დღეს კიდევ ორი პროექტის განხილვას გეგმავს. მოგვიანებით კი ცვლილებები საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი