ბათუმში დამატებით 10 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

20 სექტემბერი 2024, 11:52 3361 ნახვა
 

ბათუმის ავტოპარკი განახლდა.  პირველ ეტაპზე  შემოყვანილია 10 ავტობუსი. თვის ბოლომდე კი მათი რაოდენობა 25-მდე გაიზრდება. "EURO 6"-ის სტანდარტის თითო ავტობუსი 100 მგზავრზეა გათვლილი და შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებულია. 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები სარფისა და ხელვაჩაურის მიმართულებით იმოძრავებს. ამ მარშრუტებზე აქამდე არსებული ავტობუსები კი საჭიროების შესაბამისად, სხვადასხვა ხაზებზე გადანაწილდება. 

უწყების განმარტებით, კიდევ ერთი სიახლე დამატებით მარშრუტია, რომელიც თამარის დასახლებას მოემსახურება. ახალ ავტობუსებზე 70 მძღოლი დასაქმდება.

ბათუმის მერიამ "EURO 6"-ის სტანდარტის  ავტობუსების შესაძენად  16 210 000 ლარი დახარჯა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ბათუმის ავტოპარკს 100 მიკროავტობუსი შეემატა. ავტობუსები  ბათუმისა და ხელვაჩაურის სამარშრუტო ხაზებზე გადანაწილდა. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში