საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი " ზე- კართან" შუახევის მუნიციპალიტეტში გაგრძელდა. სოფელ საფუთკრეთში ტარიელ ფუტკარაძის სახელობის შუბნის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემაზე ლექციები ჩატარდა.
ფესტივალის მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა ავტორს გაცნობოდნენ. ფესტივალი " ზე-კართან" ხვალ ხულოს მუნიციპალიტეტში დაიხურება. ლიტერატურული ფესტივალი აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ფესტივალი 2013 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად ტარდება.